ქალაქ ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ბავშვთა და ახალგაზრდა შემსრულებელთა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე - „მეგობრობის მერიდიანი“, ხობის მუნიციპალიტეტის „განათლების ცენტრის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლაზიკა“ ფესტივალის ლაურეატი გახდა და 4-5 ივნისს სვანეთში დაგეგმილ ფოლკლორის ფესტივალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.