21 მაისს ქალაქ თერჯოლაში გამართულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის მიშიკო აბაშიძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირზე ჭიდაობა-სამბოში წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭიდაობის წრის აღსაზრდელებმა ალექსი გოგუამ და გიორგი ლაგვილავამ და საპატიო მესამე ადგილი დაიკავეს.