27-29 მაისს ქალაქ ბორჯომში გამართულ 2011 წლის ევროპის ჩემპიონის რევაზ ლაშხის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირზე ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭიდაობის წრის აღსაზრდელმა ნუგზარ წურწუმიამ და 29 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ხობელი ჩემპიონი მედლით, თასითა და პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.