ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მოზარდ თაობას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს სიხარულს, ბედნიერ მომავალს, მშვიდობას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლთან არსებული შემოქმედებითი წრეების მოსწავლეები.