1-5 ივნისს, ქალაქ ხობში გაიმართა ჩემპიონატი ამერიკულ ბილიარდში ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბილიარდის ჯგუფის მოსწავლეთა შორის. ტურნირის გამარჯვებული ოთარ კორტავა გახდა. ჩემპიონი და პრიზიორები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, ხატებითა და სიგელებით. სპორტული ღონისძიება განხორციელდა „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის ორგანიზებით“.