ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციამ „შიმშილის წინააღმდეგ“(ACF) ჩაატარა ტრენინგი თემაზე - „სტრატეგიული დაგეგმვა და პროექტის შედგენა“.
სწავლებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლები, რომლებმაც უნდა შეიმუშაონ თავიანთი სოფლის განვითარების პრიორიტეტების შესახებ პროექტი.