14 ივნისს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი ფოლკლორული ანსამბლ „კოლხეთის“ მომღერლისა და პედაგოგის - მურთაზ ალანიას დასახმარებლად, რომელიც არის მძიმე სენით შეპყრობილი. შემოწირულობიდან და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა - 1700 ლარი გადაირიცხება მურთაზ ალანიას პირად ანგარიშზე.