ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომლითაც 20 თემსა და სოფელში განხორციელდება 90 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს: სტადიონების, მოსაცდელების, სოფლების ადმინისტრაციული ცენტრების მოწესრიგებას. სანიაღვრე არხების ამოწმენდას, წყალსადენი სისტემის, საბავშვო ბაღების, სკოლების სპორტული დარბაზების რემონტსა და გზების მოხრეშვას. ზემოხსენებული პროგრამის განხორციელებისათვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №20 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტს გამოეყო 722.601 ლარი.