დასრულდა ქარის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბიისა და საჯიჯაოს (გაღმა საჯიჯაოს უბანი) საბავშვო ბაღებისა და ბიის ადმინისტრაციული შენობის დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოები შესრულდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და მისმა ღირებულებამ შეადგინა 5640 ლარი.