23 ივნისს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე შეხვდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - „ხობი დასუფთავება და განათება“ ადმინისტრაციას და თანამშრომლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს ბიუროს წევრები. მ. ჭოხონელიძემ სამუშაოების უშუალოდ შემსრულებლებისაგან მოისმინა დარგში არსებული პრობლემების შესახებ. თანამშრომლებმა ღიად ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე. მოსმენილი ინფორმაციის შეჯამებისას მ. ჭოხონელიძემ განაცხადა: „შპს-ის ადმინისტრაცია ჯეროვნად ვერ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მათ ეკისრებათ. ეს კი სერიოზული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითებს. უნდა შეიცვალოს ორგანიზაციის იურიდიული ფორმა. არავის არ აქვს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურად ხარჯვის უფლება და საჭირო გადაწყვეტილებები ჩვენ მიერ დროულად იქნება მიღებული. ადმინისტრაციამ წარმოადგინოს ის წინადადებები და ინიციატივები, რაც უფრო ეფექტურსა და მოქნილს გახდის ორგანიზაციის საქმიანობას. საკადრო ცვლილებებიც ამ წინადადებებისა და ინიციატივების გათვალისწინებით მოხდება. “
დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს გულახდილი საუბრისათვის.
შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებთან სისტემატურად გაგრძელდება.