ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქ ხობში ახალგახსნილი საავადმყოფო დაათვალიერეს. მათ სადაზღვევო პოლისის მქონე მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიებთან საკუთარი უფლებებისა და კუთვნილი მომსახურების შესახებ და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.