ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის პირველი თაობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. წამლობა თI-ას ტიპის უნივერსალური შემასხურებელი აგრეგატით ტარდება.
ამერიკული თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. იგი აზიანებს 300-მდე სახეობის მცენარეს. ჩვენ ქვეყანაში მავნებელი პირველად 1976 წელს სამტრედიის რაიონში დაფიქსირდა.