ხობის მუნიციპალიტეტში დასრულდა ქარის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების სახურავების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლების - ჭალადიდის, ახალსოფლის, ხეთის (წინაგოლა) საჯარო სკოლების; პატარა ფოთის, ჭალადიდის, საგვიჩიოს, ახალსოფლის, ბიის, გაღმა საჯიჯაოს, ხეთის, პირველი მაისისა და თორსა-დღვაბის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების; ჭალადიდისა და ბიის ადმინისტრაციული შენობების სახურავებს. სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30391 ლარის ოდენობით და შეასრულა შპს „ათენა“-მ