ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. გ. ბუკიამ ისაუბრა საერთაშორისო ფესტივალ „სიმღერა სამეგრელოს“ ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც 17-18 სექტემბერს ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონსა და სოფელ ხეთის თეატრონზე გაიმართება.