ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა და ქ. ხობის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ კირიონის უშუალო ხელმძღვანელობით ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის მონაწილეობით. ახალგაზრდა მომღერლებმა ქართული საეკლესიო გალობისა და მრავალხმიანი ხალხური სიმღერების საუკეთესო ნიმუშები შეასრულეს. კონცერტიდან შემოსული თანხა ყოვლაწმინდა სამების ქვის ხატის შეძენას მოხმარდება.