„სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხორციელდება სამშენებლო და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ: სოფელ შუა ხორგაში განხორციელდა საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 27062 ლარი.
ასევე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ განხორციელდება შიდა სასოფლო გზების რემონტი წვრილმარცვლოვანი ასფალტობეტონით, რომელსაც ახორციელებს ი/მ „ზურაბ კილაძე“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 17570 ლარს.
ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები გაგრძელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.