სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით საქართველოს საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე,პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა 70 ათასის ქვემოთაა, ყველა სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებს. სახელმძღვანელოები ასევე გადაეცემათ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, რომელთა ოჯახების ქულა 57 ათასის ქვემოთაა. მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 730 მოსწავლე, რომლებიც 2011 წლის 15 სექტემბერს სკოლაში გამოცხადდებიან, სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ.
სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები მომავალ წელს სასკოლო ბიბლიოთეკებში დარჩება და მათი გამოყენება სხვა მოსწავლეებსაც შეეძლებათ.