ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემში გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტერმინალი“ახორციელებს კრივისა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზების კაპიტალურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 41000.42 ლარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალგაზრდა სპორტსმენებს უკეთესი სავარჯიშო პირობები შეექმნებათ და თავიანთი პროფესიული შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება მიეცემათ.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე. ,,ჩვენი მიზანია, ხობის მუნიციპალიტეტში განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და ახალგაზრდობას შევუქმნათ ისეთი სავარჯიშო პირობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და მოახდინონ შესაძლებლობების რეალიზაცია. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება საჯიჯაოს თემში კრივისა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. '' - განაცხადა მან.