15 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ყველა პირველკლასელმა საჩუქრად ნეთბუქი”ბუკი” მიიღო, ხოლო სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს უფასოდ გადაეცათ სასკოლო სახელმძღვანელოები.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ და განაცხადა:„დღეს როცა განათლების სისტემაში წარმატებულად ხორციელდება რეფორმა და სახელმწიფოს ერთ-ერთპრიორიტეტად კვლავ განათლება რჩება, განუსაზღვრელია კვალიფიცირებული მასწავლებლის როლი სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვაში.სწორედ, შედეგებზე ორიენტირებული სწავლება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. მომავალი თაობის განათლებასა და პროფესიონალიზმზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალი და ვალდებულებაა“.