19 სექტემბერს „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრმა“ განაახლა სასწავლო პროცესი. ცენტრში ადრე არსებულ უცხო ენის (ინგლისური),თექის ხელოსნის,ქალისა და მამაკაცის სტილისტის,მდივან-რეფერენტის, „ბ-ც“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლის, ტ-1 კატეგორიის ტრაქტორისტის,პერსონალური კომპიუტერის ოპერატორის მომზადებისა და გადამზადების კურსებს მეფილისა (მომპირკეთებელი) და მინანქრის დამუშავების კურსები დაემატა, მინანქრის დამუშავების ტექნოლოგია საქართველოში უძველესი დროიდანაა გავრცელებული. მინანქარს იყენებდნენ როგორც, სამკაულების დასამზადებლად, ასევე საეკლესიო ნივთებისა და ხატების შესამკობადაც.