„სოფლის მხარდაჭერის“საპრეზიდენტო პროგრამით დაფინანსებული სამუშაოების განხორციელების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეკეთდა სტადიონები, მილხიდები და წყალსადენი სისტემა; მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი და მოსაცდელები; ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, შემოიღობა სასაფლაოები და მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები.
„სოფლის მხარდაჭერის“საპრეზიდენტო პროგრამით დაფინანსებული სამუშაოები გრძელდება: ახალსოფლის თემში მიმდინარეობს ცენტრალური გზის მოხრეშვის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს შ.პ.ს.,,შარაგზამშენი-პირველი". სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 13716,32ლარს.