ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის თემებში „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ განხორციელდა 40466.47 ლარის სამუშაოები. კერძოდ, ახალ ხიბულაში მოეწყო ბუნებრივსაფარიანი მინისტადიონი, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის სისტემას. ხოლო, ძველ ხიბულაში მოიხრეშა გზები და მოეწყო მილხიდი.