ქალაქ ხობში ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, მიმდინარეობს ქალაქ ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, დაგეგმილია გურამიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების განხორციელება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, გამოყოფილია 58199 ლარი.