ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევისა და ახალსოფლის თემებში „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ განხორციელდა 59757.35 ლარის სამუშაოები. კერძოდ, ნოჯიხევში მოეწყო ხიდბოგირი, მილხიდები, წყლის ჭაბურღილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენ სისტემას; კეთილმოეწყო საბავშვო ბაღი და მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები.ხოლო, ახალსოფელში მოიხრეშა სოფლის ცენტრალური და შიდა გზები.