ხობის მუნიციპალიტეტის ხამისქურისა და თორსის თემებში „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ განხორციელდა 63573.76 ლარის სამუშაოები. კერძოდ, ხამისქურში მოეწყო ხიდბოგირები, მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები, შემოკავდა საყანე ფართობი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის სისტემას. ხოლო, თორსაში მოიხრეშა გზები და განხორციელდა ხიდის რეაბილიტაცია.