საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან ატარებს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს.
მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 19 პედაგოგმა, მათ შორის ორმა - ორ საგანში წარმატებით ჩააბარა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა. ამ ეტაპისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 25 სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის.