ქალაქ ფოთში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე ჭიდაობა-სამბოში წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭიდაობა-სამბოს ჯგუფის აღსაზრდელებმა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი აკაკი კვირკველიამ მოიპოვა,ხოლო გოგა ჯაჯავამ და დავით საჯაიამ საპატიო მესამე ადგილი დაიკავეს. ჩემპიონი და პრიზიორები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით.