პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ხობის მუნიციპალიტეტის ხეთისა და თორსის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გამართეს. ცენტრის წარმომადგენლები მოსწავლეებს ესაუბრნენ იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რაც აუცილებელია აივ/ინფექციის თავიდან ასაცილებლად.