„სოფლის მხარდაჭერის“ საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის თემსა და ქარიატის თემის სოფელ გამოღმა ქარიატაში მოიხრეშება შიდა სასოფლო გზები, ხოლო ხეთის თემში განხორციელდება საბავშვო ბაღის შენობისა და წყლის სისტემის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 13065.71 ლარს.