,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პირველადი რგოლებისა და და ხობის რაიონული საავადმყოფოს მიერ რეგულარულად ტარდება პროფილაქტიკური აცრები. ამ დროისათვის ხობის მუნიციპალიტეტში ტუპერკულოზის წინააღმდეგ აცრილია 85 ბავშვი, ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას საწინააღმდეგო ვაქცინით 312 ბავშვი, დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის ვაქცინით 339- ბავშვი, წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინით 598 ბავშვი, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინით 804 ბავშვი, დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინით 234 ბავშვი, ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინით 384 ბავშვი.
„ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პირველადი რგოლები მარაგდება ასაცრელი მასალებით. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრულ იმუნიზაციის ხარისხზე და მოცვაზე ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაწესებულია ყოველთვიური მონიტორინგი.