პრეზიდენტის ინიციატივით, 20 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ხვნა-თესვის ვაუჩერები დარიგდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც მიწის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, ასევე სასუქის შესაძენად. სასუქი გაიყიდება იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროშია დარეგისტრირებული. ვაუჩერის გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი განაღდება ან ერთჯერადად ვაუჩერის გასხვისება.
3400 სოფელში 800 000-მდე ვაუჩერი გაიცემა, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდეა.
2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება მექანიზატორებს და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განაღდება ლიბერთი ბანკის ფილიალებში მიღებისთანავე შეეძლებათ.