24-25 დეკემბერს ქალაქ თბილისში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ საქართველოს პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭოდაობაში წარმატებით იასპარეზა მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანმა ხობელმა მანუჩარ ცხადაიამ და 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.