31 დეკემბერს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის წინ ღია სცენაზე გაიმართა საახალწლო შოუ-კონცერტი. სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი, კულტურის ცენტრთან არსებული სტუდიებისა და წრეების მომღერლები და მოცეკვავეები, კონცერტი დასრულდა გრანდიოზული ფოიერვერკით.