“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის პატრონაჟით 5 იანვარს, საახალწლო ღონისძიების პროგრამის ფარგლებში ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სადღესასწაულო ღონისძიება - „საახალწლო იკებანა“. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერეს კულტურის სახლის ფოიეში საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა კონცერტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთა მონაწილეობით.