7 იანვარს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერთერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს -ქრისტეშობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მუნიციპალიტეტის საზოგადოებას და სრულიად საქართველოს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს და უსურვებს მშვიდობას, ერთიანობას, კეთილდღეობას, აღმავლობას.