9 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მიმდინარე წლის საკრებულოს პირველი სხდომა. სხდომა გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ადგილობრივი პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 6 საკითხი:
1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 2. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: ბ. ნაჭყებია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი); 3. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 4. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი); 5. განკარგულების პროექტი „საწვავისა და სატელეფონო ბარათების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის N62 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 6. განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე).
სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარე შემოვიდა წინადადებით, უახლოეს დღეებში მოწვეულიქნეს საკრებულოს წევრთა უმრავლესობის - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა ფრაქციისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გადაჭრისა და შემდგომი სამოქმედო პროგრამის შემუშავების მიზნით.
განსახილველი პროექტების დამტკიცების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.