ქალაქ ხობში ორი დღე მიმდინარეობდა ტრენინგი თემაზე - „თანამედროვე მიდგომები სკოლამდელ განათლებაში“, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დოქტორი-ი.ბალანჩივაძე წარმართავდა. ტრენინგში, რომელიც მოიცავდა სკოლამდელი ასაკის ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიასთან, სკოლამდელი დაწესებულების მართვასთან, აღმზრდელთა უფლება-მოვალეობებთან და პრაქტიკული მუშაობის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს, მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელები. ტრენინგი ტარდება ორ ეტაპად და იანვრის ბოლოს მასში მონაწილეობას, აღმზრდელებთან ერთად, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მთავარი სპეციალისტებიც მიიღებენ.