შპს „შავი ზღვის ტერმინალმა“, ტრადიციისამებრ, შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა და „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ანგარიშზე 1000 ლარი ჩარიცხა, რომელიც სადღესასწაულო დღეებში სათნოების სახლის ბენეფიციართა კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფას მოხმარდება.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მადლობას უხდის შპს „შავი ზღვის ტერმინალს“ გაწეული ქველმოქმედებისათვის.