სამოქალაქო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოები ერთი წელია აქტიურად მუშაობენ სამისამართო სისტემის შექმნის პროექტზე. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქუჩების სახელწოდებათა დადგენისა და ქუჩების ნუმერაციის მოწესრიგების მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა სახელდებისა და სიმბოლოების საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი.
დამისამართების პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის თემსა და სოფელ პირველი ხორგაში დასრულდა მათ ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდებისა და ამ ქუჩებზე განთავსებული ობიექტების ნუმერაციის, ხოლო პატარა ფოთსა და ყულევში არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტებისათვის ნომრის მინიჭების პროცესი.
2012 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.