ქალაქ ხობში მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგთა ტრენინგის მეორე ეტაპი დაიწყო. ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე - „თანამედროვე მიდგომები სკოლამდელ განათლებაში“ და ის შეეხება სკოლამდელი ასაკის ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიას, სკოლამდელი დაწესებულების მენეჯმენტთან, და პრაქტიკული მუშაობის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. ორშაბათიდან ტრენინგში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მთავარი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.