2011 წელს „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამის განსახორციელებლად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №20 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტს გამოეყო 722601 ლარი, საიდანაც ფაქტიურად ათვისებულია 702928 ლარი. 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ნაშთის სახით გადმოსული თანხა მიიმართება 2012 წლის „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ განსახორციელებელი სამუშაოებისთვის.
ხობის მუნიციპალიტეტის 21 თემსა და სოფელში „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“, თავად მოსახლეობის მიერ შერჩეული 119 პროექტი განხორციელდა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ მუნიციპალიტეტებსს თანხები გამოეყოფა სოფ¬ლების პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროე¬ბათა და¬სა¬ფინანსებლად (ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშა¬ო¬ების განხორციელება და სხვ.).
მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყო მილხიდები, სტადიონები, წყალდამშრობი სისტემა, მოსაცდელები, რკინის ცხაურები, ხიდბოგირები, ავტოსადგომი, წყლის ჭაბურღილი, ეკლესიასთან მისასვლელი გზა; შეკეთდა და მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები: შემოიღობა საყანე ფართობები და სასაფლაოები, სპორტული მოედნები, საბავშვო ბაღი; განხორციელდა წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები; რემონტი ჩაუტარდა სოფლების ადმინისტრაციულ შენობებს, საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზს, სასოფლო კლუბსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას: დამონტაჟდა სტადიონის განათების სისტემა, წყლის ტუმბო; ამოიწმინდა სანიაღვრე არხები; აშენდა სარიტუალო სახლი და ორი წისქვილი.