26-29 იანვარს ქალაქ ფოთში გამართულ სამეგრელო - ზემო სვანეთის პირველობაზე ჭადრაკში გოგონათა და ჭაბუკთა შორის წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭადრაკის წრის მოსწავლეებმა და უმაღლესი ლიგის ოთხი საგზური მოიპოვეს. ნორჩი მოჭადრაკე დიანა ლომაიამ შვიდი შესაძლებლობიდან მაქსიმალურ ქულას მოუყარა თავი და ტურნირის გამარჯვებული გახდა.