თურქეთში გამართულ ევრაზიის საერთაშორისო ტურნირზე კარატე-დოში, რომელშიც 7-დან 50-წლამდე ასაკის მოქმედი და ვეტერანი 200-მდე ქართველ სპორტსმეთან ერთად ორი ხობელი - გოგა კორტავა და გოგა ადონია იღებდა მონაწილეობას. გოგა კორტავა 50 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელი გახდა, გოგა ადონიამ კი კუმიტეში ორ ასაკობრივ ჯგუფში მიიღო მონაწილეობა და მეორე და მესამე ადგილების დაკავებისათვის ორი მედალი მოიპოვა. ასევე, ვეტერანების ორთაბრძოლაში წარმატებით იასპარეზა კარატე-დოს ხობის ჯგუფის მთავარმა მწვრთნელმა ბაჩუკი სულამანიძემ, რომელიც კუმიტეში მეორე ადგილის მფლობელი გახდა.