„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის პატრონაჟით ხობის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაიხსნება კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი უფასო კურსები. სწავლის დასრულების შემდეგ ყველა კურსანტზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
ამ პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხელი შეუწყოს დღევანდელი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მიღებაში, რაც დასაქმების ერთერთი უმთავრესი წინაპირობაა.
მიმდინარეობს კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელ უფასო კურსებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია.