თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე მძლეოსნობაში წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მძლეოსნობის წრის აღსაზრდელმა, საქართველოს ჭაბუკ მძლეოსანთა ნაკრების წევრმა, ხობელმა გრიგოლ ახალაიამ 60 მეტრზე რბენაში პირველი, ხოლო 300 მეტრზე - მეორე ადგილი დაიკავა.