არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე პარაზიტოლოგიურ ლაბორატორიას 11 პაციენტმა მიმართა. მათგან 9 აღმოჩნდა ინვაზირებული, მათ შორის: 9-ენტერობიოზით, 1-ასკარიდით,1 კი - ტრიქოცეფალუზით. თითოეულ მათგანს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. მკურნალობის ხარჯი დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დაფიქსირდა ძაღლებისა და მღრნელების მიერ ადამიანების დაკბენის 19 შემთხვევა. მათგან ხუთ პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობის სრული, ხოლო თოთხმეტს - პირობითი კურსი.
აღნიშნულ პერიოდში ჯანდაცვის პირველადი რგოლები აგრძელებდნენ ბავშვთა და მოზარდთა გეგმიურ აცრებს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად. ჯანდაცვის პირველადი რგოლები ცენტრის მიერ უზრუნველყოფილნი არიან ასაცრელი მასალებით.
„ჯანდაცვის ცენტრის“ ცნობით, იანვარსა და თებერვლის I დეკადაში გრიპით და გრიპის მსგავსი ვირუსებით დაინფიცირებულთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და მუნიციპალიტეტში მდგომარეობა კონტროლირებადია.