10-12 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველოს ზამთრის ჩემპიონატში 1995-1997 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის მძლეოსნობაში მონაწილეობა მიიღო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ექვსმა სპორტსმენმა და წარმატებებიც მოიპოვეს. 1500 მ. სიგრძეზე რბენაში I ადგილს ჯ. ბუკია დაეუფლა და I - თანრიგოსანი გახდა. 200 მ. სიგრძეზე რბენაში მე-3 ადგილი დაიკავეს ზ. ბაგრატიამ, ჯ. ბუკიამ და გ. კორტავამ. რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრებას, მონაწილე 17 გუნდს შორის ხობელმა სპორტსმენებმა მე-2 ადგილი მოიპოვეს.
გამარჯვებულებს შესაბამისი ხარისხის მედლები, დიპლომები და თასები გადაეცათ.