23-26 თებერვალს ზუგდიდში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობა ჭადრაკში 7,10 და 14 წლამდე მოსწავლეთა შორის. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ა(ა)ი პირის -„ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის 11 მოჭადრაკემ. ამათგან, I ადგილი დიანა ლომაიამ და გიორგი შონიამ მოიპოვეს,II ადგილი თემურ კვიკვინიამ დაიკავა, ხოლო III ადგილს ამირან და ნიკოლოზ შონიები დაეუფლნენ (მწვრთ: ირაკლი გეთია).