27-29 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - ვლადიმერ მაისურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 1995-1996 წლებში დაბადებულ მოჭიდავეთა შორის.
ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 256 წარმომადგენელი. აღნიშნულ ტურნირზე „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის წევრმა გიორგი კვაშილავამ III საპრიზო ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულს ფედერაციის მიერ შესაბამისი ხარისხის დიპლომი და მედალი გადაეცა.