საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე 12 მარტს გურიფულის თემის მოსახლეობას შეხვდა და მათ მიმდინარე პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, მოინახულა ახალბალავარჩაყრილი ეკლესიის მშენებლობა. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ეწვია ე. წ. ზედა და ქვედა ზონის საბავშვო ბაღებს. საკრებულოს თავმჯდომარე კიდევ ერთხელ დაინტერესდა სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში შემავალი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობით, აღსაზრდელთა კონტინგენტით და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღსაზრდელთა მენიუსა და რაციონის ნორმების დაცვაზე.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა და სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი არ იქნება ეპიზოდური და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.